2013.01.28

ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი ციფრებში

 

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ გამოსცა ორგვერდიანი გაზეთი - „ბათუმის ტრანზიტი“. გაზეთის პირველი გვერდი რუსულ ენაზეა შედგენილი, ხოლო მეორე - ქართულად.

 

გამოცემის ცნობით, „2012  წლის  11 დეკებრისათვის  ბათუმის ნავთობტერმინალმა  4 910 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები  გადატვირთა. შესაბამისად, 2012  წლის საწარმოო გეგმა ვადამდეა შესრულებული. 5189736.9 ტონათხევადი ნახშირწყალბადოვანი ნაერთები გადაიტვირთა ბათუმის ნავთობტერმინალში 2013 წლის  1 იანვრის  მდგომარეობით“.

 

გამოცემის ცნობით,  წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა არსებობის მანძილზე ყველა რეკორდი მოხსნა:

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გადაჭარბებით შეასრულა 2012 წლის გეგმა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის არსებობის მანძილზე. 2012 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვა შეადგენს 1 531 ათას ტონას. გადატვირთვების მოსალოდნელი წლიური მოცულობა  გეგმას 2%-ით გადააჭარბებს“.

 

გამოცემა ასევე აქვეყნებს 2012 წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადაზიდული მშრალი ტვირთის ოდენობას: „გადაზიდულია 1 576 875,49  ტონა მშრალი ტვირთები, რაც 76 875,49 ტონით (5,13%)  მეტია დაგეგმილ მოცულობაზე და 3,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ნავსადგურის მშრალი ტვირთების გადაზიდვაში ლიდერის პოზიციები ძველებურად უჭირავს შაქრის ნედლეულს (30,2 %) და ამონიუმის გვარჯილას (21,8 %) - გეგმა  შესრულდა 100%-ით და გადაჭარბებაა 20,5%-ით.

 

გეგმა გადაჭარბებით შესრულდა  ასევე  რკინის  პროდუქციაზე - 3 493,96  ტონით (18,57%) და ძირითად ტვირთებზე - 4 084,62 ტონით (3,47%). სააღრიცხვო   პერიოდისთვის ნავსადგურმა დაამუშავა 702 გემი. ნავსადგურის ტვირთნაკადში  შეიმჩნევა ცვლილებები, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების წილი  გათანაბრდა  და საანგარიშო წლისათვის შეადგენს 37-37%.

 

ბათუმის საზღვაო   ნავსადგურის  გავლით გადატვირთული სატრანზიტო  ტვირთის  მიმღებ  ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს აზერბაიჯანი. 2012  წლისათვის ამ ქვეყანაზე მოვიდა სატრანზიტო ნაკადის 93,67%. საიმპორტო ტვირთების  დიდი ნაწილი  მოდის თურქეთიდან.  

 

ძირითად ტვირთ - სამშენებლო მასალა.

 

მეორე ადგილი უკავია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, საიდანაც იმპორტირებულია 115 471,40 ტონა მანგანუმი და კოკსი. მესამე ადგილზეა ბრაზილია, რომელმაც მოგვაწოდა 105 053,10 ტონა შაქრის ნედლეული და 2 300 ტონა სოიო.

 

2013 წლის ბათუმის საზღვაო  ნავსადგურის საწარმოო  პროგრამის  გეგმა  მშრალი ტვირთებისთვის შეადგენს 1 800 000  ტონას“. 

 

ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური Batu mi Industrial Holding Ltd”-ის სტრუქტურაში შედის, რომლიც თავის მხრივ “ყაზტრანსოილის” შვილობილი კომპანიაა. 

 

ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგსა და შესაბამის კომპანიებს 2012 წლის დეკემბერიდან ტალგატ ბაიტაზიევი მართავს.